Monday, January 29, 2018

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება

წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და ინგლისური ლექსიკის გამდიდრება.მოსწავლეები ჩართულები იქნებიან სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში, ისინი შეისწავლიან ინგლისურ სიმღერებს და ლექსებს, ასევე გაიუმჯობესებენ მეტყველებს, მოუსმენენ სხვადასხვა დავალებებს (listening), შექმნიან მისალოც ბარათებს, გააკეთებენ კროსვორდებს, პრეზენტაციებს.





                                             წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი



წრის სახელწოდება :

მასწავლებელი:ნინო გელაშვილი
სკოლა:დაბა ასპინძის საჯარო სკოლა
კლასები: III, IV,V
ინგლისურის წრეზე მოსწავლეებს შევასწავლი სახალისო ინგლისურს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები ისწავლიან თამაშით და ხალისით. ისწავლიან თუ როგორ უნდა შექმნან მისალოცი ბარათები, კროსვორდები, კედლის გაზეთები, აფიშები, დღიურები. ისწავლიან ინგლისურ ლექსებს და სიმღერებს. ასევე მოუსმენენ ინგლისურ დავალებებს, შეადგენენ კითხვებს და ჩამოართმევენ ინტერვიუს თანატოლებს.ამ მეთოდებით გაუუმჯობესდებათ სმენის, მეტყველების, მოსმენის უნარი.


                         წრის მეცადინეობის განრიგი


 #
 თარიღი
 აქტივობა
 1სთ
 1
 7.02 
 მისალოცი ბარათების შექმნა
 1სთ
 2
 14.02
 კროსვორდების გაკეთება
 1სთ
 3
 21.02
 ფილმის ყურება და უცხო სიტყვების ამოკრეფა
 1სთ
 4
 28.02
 ინგლისური სიმღერების მოსმენა და სწავლა
 1სთ
 5
 14.03
 ინგლისური ლექსების მოსმენა და სწავლა
 1სთ
 6
 21.03
 ინტერვიუ თანატოლებთან
 1სთ
 7
 28.03
 დიალოგების მოსმენა
 1სთ
 8
 4.04
 ტესტების შექმნა და ერთმანეთში გადაცვლა
 1სთ
 9 
11.04
 სალაპარაკო წინადადებების შედგენა და სწავლა
 1სთ
 10
18.04
 კედლის გაზეთის გაკეთება
 1სთ
 11 
25.04
 აფიშის გაკეთება
 1სთ
 12 
2.05 
 ჯგუფური მუშაობის აქტივობა
 1სთ
 13 
9.05 
 როლური თამაშები
1სთ 
 14
16.05
 ნასწავლის შემაჯამებელი გაკვეთილი
2სთ 






                   საწრეო მუშაობის რეფლექსია


ინგლისური ენის წრეზე მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ახალი სიტყვების, საინტერესო ტექსტების და სახალისო აქტივობების შესწავლით.მ ოსწავლეები უსმენდნენ და უყურებდნენ ინგლისურენოვან ფილმებს, რათა გაეუმჯობესებინათ სმენა და მეტყველება. ისწავლეს ბევრი ინგლისური საბავშვო სიმღერა, ლექსი და დაუგროვდათ ახალი სიტყვათა მარაგი. ასევე ისწავლეს წერა და შექმნა  მისალოცი ბარათების, აფიშების, კედლის გაზეთების, დღიურების დაახდენდნენ  ამ ყველაფრის პრეზენტირებას.  მოსწავლეები კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან, ქმნიდნენ კითხვარებს და ართმევდნენ ერთმანეთს ინტერვიუებს.
   საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.
მიზნის მისაღწევად ვიყენებდით სმდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები.
მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა იყო დიდი შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე.წრეზე ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ისინი დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას, მათ ჰქონდათ დიდი სიხარულის განცდა საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე. პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემი, რათა მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა ჩემს მოსწავლეებთან.
  მართალია იყო ხარვეზებიც, ხანდახან მოსწავლეებს ავიწყდებოდათ საჩირო რესურსების მოთანა,ან საშინაო დავალებად მიცემული პრეზენტაციების გაკეთება, ხანდახან მოსწავლეები აცდენდნენ საწრეო მუშაობას ვირუსებისა და საპატიო მიზეზბის გამო. ბევრ მოსწავლეს ჰქონდა კომპლექსი მეტყველების აქცენტის გამო.
  შემდეგი საწრეო ჯგუფის შექმნისას ვაპირებ ჩავრთო უფრო მეტი მოსწავლე და შევიმუშაო და დავგეგმო უფრო მეტი დავალებები მათთვის. გავხადო საწრეო მუშაობა მეტად მოტივირებული და მეტად დადებითი.
   საწრეო მუშაობის შდეგად მოსწავლეებს განუმტკიცდათ შმოქმედებითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითგამოხატვის პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეებს გაუღრმავდათ საგნისადმი ინტერესი, უფრო მეტ მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში ჩართვის.
   საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეს ესთეტიკურ აღზრდას, ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.
  ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ინგლისური წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, გახდნენ უფრო აქტიურები და მიზანდასახულები.


მშობლებისა და მოსწავლეების შეფასება
















No comments:

Post a Comment